„გეფიცებით, სრულებით არ მანაღვლებს, აღიარებს თუ არა არჩევნებს ევროკავშირი“ – ლუკაშენკო

ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, მისთვის სულ ერთია, აღიარებს თუ არა ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებს ევროკავშირი.

ალექსანდრე ლუკაშენკო

„აღიარებთ თუ არა ამ არჩევნებს ევროკავშირში – ეს გემოვნების საკითხია. გეფიცებით, საერთოდ არ მადარდებს, აღიარებთ თუ არა ჩვენს არჩევნებს“, – ამბობს ლუკაშენკო, რომელიც უკვე 30 წელია, ხელისუფლების სათავეშია.

ცნობისთვის, ბელარუსში 26 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.

22 იანვარს, ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, რომლითაც საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნები „ფიქტიურად“ გამოაცხადოს და გააგრძელოს ლუკაშენკოს ლეგიტიმურობის არაღიარების პოლიტიკა.