არჩევნების გამო დიდმა ბრიტანეთმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

ბრიტანეთის მთავრობამ კანადასთან, ევროკავშირთან, ახალ ზელანდიასთან და ავსტრალიასთან ერთად განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ახალი შეზღუდვები ბელარუსში წინა დღეს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება.

არჩევნები ბელარუსში

„ვგმობთ 26 იანვარს ბელარუსში გამართულ მოჩვენებით საპრეზიდენტო არჩევნებს. ახლახან გამოცხადებული სანქციები წარმოადგენს კოორდინირებულ მრავალმხრივ ძალისხმევას [ბელორუსის პრეზიდენტის ალექსანდრე] ლუკაშენკოს რეჟიმის პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით“, – ნათქვამია განცხადებაში.

საპრეზიდენტო არჩევნები ბელარუსში 26 იანვარს გაიმართა.

ბელორუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ, რომელიც მეშვიდედ იყარა კენჭი,  86,82%-ით გაიმარჯვა.