ირანში, ქერმანშაჰის პროვინციაში ძლიერი მიწისძვრა იყო. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ბიძგების სიმძლავრემ 5.1 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრა ადგილობრივი დროით 04:32 წუთზე დაფიქსირდა.
პროვინციის გუბერნატორის განცხადებით, მიწისძვრის შედეგად არავინ დაღუპულა ან დაშავებულა.