გოგა ხაინდრავა ევროკავშირს – ცილისწამების, სიცრუის, კორუფციის, ფარისევლების კავშირად გადაიქეცით

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელში ევროკავშირის საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელიც ქართველი დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას გულისხმობს.

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა Pia.ge

„კეს კესე PACE, EU ენდ OSCE ?! ტრამპის ადმინისტრაციისთვის ვიზების გაჩერების „კეს-კესე“ არა გაქვთ?! ვერც ორი სქესის და გამჭვირვალობის კანონებს უწუნებთ ძია დონალდს! თუმცა მაგის „პასე“ ვინ მოგცათ თქვე ლაჩრებო! ცილისწამების სიცრუის კორუფციის! ფარისევლების € კავშირად გადაიქეცით!,“ – წერს სოციალურ ქსელში გოგა ხაინდრავა.