კრემლის ოფიციალური წარმომადგენლის, კრემლის ლიდერის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების დაწესება და გახანგრძლივება არანაირი სიახლე არ არის და არც არაფერს ცვლის.
პესკოვი აღნიშნავს, რომ ბრიუსელის ქმედებებში ახალი არაფერია.
„ეს ინოვაცია არ არის. ევროკავშირი აგრძელებს სანქციების პოლიტიკას. ჩვენ მათ კვლავ ვუწოდებთ უკანონო შეზღუდვებს, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო კანონმდებლობას. ამ შემთხვევაში არაფერი იცვლება“, – აღნიშნა პესკოვმა.