ნიკოლაი პატრუშევი: ლონდონი „ასწლიანი შეთანხმებით“ უკრაინის ტერიტორიაზე საკუთარი კოლონიის შექმნას ცდილობს

კრემლის ლიდერის თანაშემწის, ნიკოლაი პატრუშევის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი, რომელმაც დადო შეთანხმება „ასწლიანი პარტნიორობის“ შესახებ კიევის „რეჟიმთან“, ცდილობს შექმნას საკუთარი კოლონია უკრაინის ტერიტორიაზე. ამის შესახებ მან რუსულ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

ნიკოლაი პატრუშევი

„კიევსა და ლონდონს შორის „ასწლიანი პარტნიორობის“ შესახებ შეთანხმების დადებით, ინგლისი ცდილობს შექმნას საკუთარი ახალი კოლონია წარუმატებელი უკრაინის ტერიტორიაზე“, – აცხადებს პატრუშევი.

პატრუშევის თქმით, „ამ დოკუმენტით ნისლიანი ალბიონი ცდილობს დაფაროს საერთაშორისო სამართლის დემონსტრაციული უგულებელყოფის არაპრინციპული პოლიტიკა“.

„ისინი ასევე ადასტურებენ კიევის ნეონაცისტური რეჟიმის სრულ მხარდაჭერას“, – აცხადებს პუტინის თანაშემწე.