პესკოვი ტაკერ კარლსონის განცხადებაზე: რუსეთის სპეცსამსახურები პუტინის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ

რუსეთის სპეცსამსახურები ყველაფერს აკეთებენ სახელმწიფო დაცვის ქვეშ მყოფი პირების, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

დმიტრი პესკოვი

ამის შესახებ ბრიფინგზე კრემლის ლიდერის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა და გამოეხმაურა ამერიკელი ჟურნალისტის ტაკერ კარლსონის განცხადებას იმის შესახებ, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ, სავარაუდოდ, რუსეთის ლიდერის მკვლელობის მცდელობა დაგეგმა.

„რუსული სპეცსამსახურები მუდმივად იღებენ ყველა საჭირო ზომას საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და, რა თქმა უნდა, იმ პირთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რომლებიც სახელმწიფო დაცვის ქვეშ იმყოფებიან. უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფოს მეთაური“, – განაცხადა კრემლის სპიკერმა.