დანია არქტიკის თავდაცვის ხარჯებს 2,1 მილიარდი დოლარით ზრდის. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
დანიის თავდაცვის მინისტრის, ტროელს ლუნდ პოულსენის ცნობით, შეთანხმება მოიცავს სამი ახალი არქტიკული საზღვაო ხომალდის დაფინანსებას, შორი მანძილზე მოქმედი ორი დრონისა და თანამგზავრების განლაგებას რეგიონში დაზვერვის მასალების შესაგროვებლად.
დანიის მთავრობა აღნიშნავს, რომ უსაფრთხოების ახალი ინვესტიციები მიღებულია ფარერის კუნძულებისა და გრენლანდიის ხელისუფლებასთან ერთად, რომლებზეც გავლენას მოახდენს ახალი სამხედრო აქტივების განლაგება.
დანიაში ასევე გამოაცხადეს კიდევ ერთი შეთანხმების შესახებ – „აქცენტი რეგიონში შეკავებისა და თავდაცვის გაძლიერებაზე“. აღსანიშნავია, რომ დანიის ეს გადაწყვეტილება ტრამპის მიერ გრენლანდიის მოპოვების სურვილის გამოთქმას მოჰყვა.