სერბეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

სერბეთის პრემიერ-მინისტრი მილოშ ვუჩევიჩი თანამდებობიდან გადადგა, ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა, ინფორმაციას „ეხო კავაკაზა“ ავრცელებს.

სერბეთის გადამდგარი პრემიერ-მინისტრი მილოშ ვუჩევიჩი

სერბეთში 2 თვეზე მეტია მასიური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. აქციები ქალაქ ნოვი სადის რკინიგზის სადგურში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ დაიწყო, როდესაც სადგურის ბეტონის კონსტრუქციის ჩამონგრევას 15 ადამიანი ემსხვერპლა.

საპროტესტო აქციების მონაწილეები ნოვი სადში მომხდარ ტრაგედიაში ხელისუფლებას ადანაშაულებენ. მათი აზრით, კორუფციის გამო სადგურს უხარისხო რემონტი ჩაუტარდა. თავდაპირველად მომიტინგეები გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებას მოითხოვდნენ, მაგრამ ხელისუფლებამ ეს არ გააკეთა. ამის შემდეგ პოლიტიკური მოწოდებები გაჩნდა. მათ შორისაა გარდამავალი მთავრობის შექმნა და რიგგარეშე არჩევნების ჩატარება.