ინდოეთში რელიგიური ღონისძიების დროს ჭყლეტის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა

ინდოეთში რელიგიური ღონისძიების დროს ჭყლეტის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა და ბევრი დაშავდა, – იუწყება Le Monde.

სამაშველო ჯგუფები აქტიურ რეჟიმში მუშაობდნენ, რათა დაშავებულები დროულად გადაეყვანათ კლინიკებში. ტერიტორია სავსეა ტანსაცმლით, ფეხსაცმელებით და ადამიანების სხვადასხვა ნივთებით.

სამართალდამცველები მეგაფონებით მოუწოდებდნენ მორწმუნეებს არ მიახლოებოდნენ განბანის მთავარ ადგილს. ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, ჭყლეტა მოულოდნელად დაიწყო და ადამიანები თავის დაღწევას ვერ ახერხებდნენ.

კუმბხუ მელა – ინდოეთში მასშტაბური რელიგიური დღესასწაულია. ინდუისტებს სჯერათ, რომ წელიწადში ერთხელ მდინარე განგსა და ჯამნაში განბანით ცოდვებისგან განიწმინდებიან და ხსნას მოიპოვებენ. სწორედ ამიტომ ინდოეთში, უტარ პრაშედის შტატში რამდენიმე წელიწადში ერთხელ მილიონობით ინდუისტი იკრიბება. საკრალურ მდინარეებში ჩატარებულ რიტუალზე დასასწრებად მილიონობით მორწმუნე იკრიბება.