ზელენსკი ფიცოს: ამერიკული გაზისთვის ფული უნდა გადაიხადო, რუსული გაზის ფასი კი, ფულთან ერთად – სუვერენიტეტია

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ თუ უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტი არ განახლდება, სლოვაკეთი EU-ს ყველა დახმარებას დაუბლოკავს ზელენსკის.

ზელენსკი და ფიცო

უკრაინის პრეზიდენტმა ამ განცხადების კომენტირებისას აღნიშნა:

„სლოვაკეთის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის საყურადღებოდ – რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა ტრამპმა მიიღო მკაცრი გადაწყვეტილება, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის ამერიკული თხევადი ბუნებრივი აირის ექსპორტს ევროპაში. ეს ის არის, რაც უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის არის საჭირო – მეტი ენერგია ევროპული პარტნიორებისგან.

ამერიკული თხევადი ბუნებრივ აირს ყიდულობ ფულით, ხოლო რუსულ გაზი მხოლოდ ფული, არამედ დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის ფასად გიჯდება. ევროპაში უკვე ბევრმა გაიარა ეს გზა და აირჩია საკუთარი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნება“, – ამბობს ზელენსკი.