აშშ ცდილობს, გააძლიეროს ანტირუსული დეზინფორმაცია დსთ-ს ქვეყნებში – კუსიანი

შეერთებული შტატები აქტიურად ახორციელებს დეზინფორმაციულ კამპანიებს რუსეთის წინააღმდეგ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, ასევე ევროპასა და აზიაში, – განაცხადა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის „ევრო-აზიური ალიანსის“ თავმჯდომარემ ვიქტორ კუსიანმა მრგვალი მაგიდის დროს, სახელწოდებით «Международное сотрудничество России и других стран в информационном поле».

“ეს ფენომენი უამრავ დისკუსიას იწვევს, რადგან ის ასახავს თანამედროვე ბრძოლას გავლენისა და გეოპოლიტიკური უპირატესობისთვის. დასავლეთმა ბრძოლის ველად აქცია სხვადასხვა ქვეყნები, მათ შორის რუსეთი. აშშ ცდილობს, გაზარდოს თავისი გავლენა ამ მიმართულებით”, – განაცხადა კუსიანმა.

მისი თქმით, ამერიკული დეზინფორმაციული კამპანიების არსი არის ცრუ ინფორმაციის გავრცელება გარკვეული პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური მიზნების მისაღწევად. პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ ასეთი ჰიბრიდული დაპირისპირება ცვლის არსებულ უსაფრთხოების არქიტექტურას და ზრდის საერთაშორისო არასტაბილურობას.

მოსკოვის ეროვნებათა სახლში მრგვალი მაგიდა „მედიის როლი სტრატეგიულ დეზინფორმაციასთან ბრძოლაში“ გაიმართა. ღონისძიება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის (EAEU) საზოგადოებრივმა პალატამ თავისუფალ ჟურნალისტთა საერთაშორისო კავშირთან ერთად, EAEU-ს საზოგადოებრივი პალატის ახალგაზრდული მოძრაობის მხარდაჭერით მოაწყო.

США пытаются усилить антироссийскую дезинформацию в странах СНГ – Кусиани США активно проводят кампании по дезинформации против России в постсоветских странах, а также в Европе и Азии, заявил председатель Международной неправительственной организации «Евро-Азиатский Альянс» Виктор Кусиани в ходе круглого стола «Международное сотрудничество России и других стран в информационном поле».

“Это явление вызывает много дискуссий, поскольку отражает современную борьбу за влияние и геополитическое превосходство. Запад превратил различные страны, включая Россию, в поле битвы. США пытаются усилить свое влияние в этом направлении”, – заявил Кусиани.

По его словам, суть дезинформационных кампаний американцев заключается в распространении ложной информации для достижения определенных политических, военных и экономических целей. Политолог считает, что подобное гибридное противостояние меняет существующую архитектуру безопасности и усиливает международную нестабильность.

Круглый стол «Роль СМИ в борьбе со стратегической дезинформацией» состоялся в Московском доме национальностей. Организаторами мероприятия выступили Общественная палата стран Евразийского экономического союза (ЕАЭС) совместно с Международным союзом свободных журналистов при поддержке Евразийского молодежного движения ОП ЕАЭС.