კაცი, რომელმაც შვედეთში ყურანი დაწვა, მოკლეს

ერაყელი ლტოლვილი სალვან მომიკა, რომელიც შვედეთში ყურანის დაწვით გახდა ცნობილი, ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობიდან შედეგად გარდაიცვალა. ამის შესახებ SVT-ი იტყობინება.

სალვან მომიკა

დაჭრილი კაცი სტოკჰოლმის გარეუბანში, ერთ-ერთ სახლში იპოვეს.

„40 წლამდე კაცი დაჭრილ მდგომარეობაში იპოვეს, რის შემდეგაც ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს,“ – აცხადებს სტოკჰოლმის პოლიციის სპიკერი.

დანაშაულის ადგილის მიმდებარე ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.

„ერთი პირი დაკითხვაზე გადაიყვანეს“, – დასძინა პოლიციის წარმომადგენელმა და არ დააკონკრეტა, დაკავებულია თუ არა აღნიშნული პირი.

სალვან მომიკა ერაყიდან შვედეთში 2018 წელს ჩავიდა და 2021 წელს სამწლიანი ბინადრობის ნებართვა მიიღო.

ის საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა 2023 წლის ზაფხულში, როდესაც შვედეთის ნატოში გაწევრიანების დროს საჯაროდ რამდენჯერმე ყურანი დაწვა.

წინასწარი გამოძიება მკვლელობის მუხლით დაიწყო.

შვედეთში ყურანის დაწვამ მუსულმანურ სამყაროში აღშფოთება გამოიწვია.