Meta ტრამპისთვის კომპენსაციის სახით 25 მლნ აშშ დოლარის გადახდას დათანხმდა

კომპანია Meta, რომელიც Facebook-ს, Instagram-ს და WhatsApp-ს ფლობს, აშშ-ის პრეზიდენტისთვის, დონალდ ტრამპისთვის კომპენსაციის სახით 25 მლნ აშშ დოლარის გადახდას დათანხმდა. ამის შესახებ The New York Times იუწყება.

Meta-ს წინააღმდეგ ტრამპმა სარჩელი 2021 წელს შეიტანა. მაშინ კაპიტოლიუმის შტურმის შემდეგ Meta-მ Facebook-ში და Instagram-ში ტრამპის ექაუნთები დაბლოკა.

22 მლნ დონალდ ტრამპის ბიბლიოთეკის დაფინანსებას, ხოლო დანარჩენი თანხა სასამართლო ხარჯებს მოხმარდება. NYT წერს, რომ ეს ფაქტი ტრამპის დიდ გამარჯვებად შეიძლება შეფასდეს და Meta-ს მხრიდან სერიოზულ დათმობას ნიშნავს. ტრამპი ადრე სოციალურ ქსელებს ცენზურაში ადანაშაულებდა.