რუსული მედია: აშშ-ში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე ფიგურულ სრიალში მსოფლიოს ჩემპიონები – ევგენია შიშკოვა და ვადიმ ნაუმოვი იმყოფებოდნენ

აშშ-ში ჩამოვარდნილი სამგზავრო თვითმფრინავის ბორტზე რუსი სპორტსმენები – ევგენია შიშკოვა და ვადიმ ნაუმოვი იმყოფებოდნენ. ამის შესახებ gazeta.ru წერს.

სპორტსმენები

არსებული ცნობით, ისინი ქალაქ უიჩიტოდან მოფრინავდნენ, სადაც ფიგურულ სრიალში ჩემპიონატი იყო.

გამოცემის ინფორმაციით, შიშკოვამ და ნაუმოვმა რუსეთის ნაკრების შემადგენლობაში 1994 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგეს წყვილთა თანრიგში. ცოლ-ქმარი, ამჟამად სამწვრთნელო საქმიანობით იყო დაკავებული.

შეგახსენებთ, ვაშინგტონთან, სამგზავრო თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 60 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი იმყოფებოდა, აშშ-ის არმიის ვერტმფრენს Black Hawk დაეჯახა და მდინარეში ჩავარდა.

როგორც Reuters წერს, ჯერჯერობით, მაშველებს გადარჩენილი არავინ უნახავთ.