სირიელ ამბოხებულთა ლიდერი აჰმედ ალ-შარაა სირიის გარდამავალ პერიოდში დროებით პრეზიდენტად დანიშნეს. ინფორმაციას არაბული მედია ავრცელებს.
გარდამავალ პერიოდში ალ-შარაას საკონსტიტუციო კომისიის ფორმირება დაევალა, რომელმაც ქვეყნის ახალი მთავარი კანონი უნდა შეიმუშაოს.
ამასთან ერთად, როგორც მედია იუწყება, ალ-შარაამ უკვე გამოაცხადა ძალადაკარგულად სირიის 2012 წელს მიღებული კონსტიტუცია. მან აგრეთვე ქვეყანაში ყველა გასამხედროებული დაჯგუფება დაშლილად გამოაცხადა და პოლიტიკური პარტია „ბაასი“ დაითხოვა, რომელიც ქვეყანას 60 წლის მანძილზე მართავდა.
ცნობისთვის, 2024 წლის 8 დეკემბერს სირიელი ამბოხებულების მიერ ქვეყნის ყველა მსხვილი ქალაქის აღების შემდეგ ბაშარ ასადის რეჟიმი დაემხო. ასადი ოჯახთან ერთად მოსკოვში გაიქცა, სადაც მას პოლიტიკური თავშესაფარი მისცეს.