თურქეთიდან სირიაში 81 ათასზე მეტი სირიელი დაბრუნდა

ასადის რეჟიმის დაცემის შემდეგ გასული წლის 9 დეკემბრიდან სირიაში თურქეთიდან 81 576 სირიელი დაბრუნდა, 2017 წლიდან კი 821 579. თურქეთში 2 865 000 სირიელი ცხოვრობს, – აღნიშნულის შესახებ  თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი იერლიკაიამ განაცხადა, იუწყება TRT Haber-ი.

სირიელების დაბრუნება სამშობლოში

მინისტრმა აღნიშნა, რომ ჯამში თურქეთში ლეგალურად 4 მილიონზე მეტი უცხოელი ცხოვრობს, მათგან 2 მილიონზე მეტი სირიელია, 2024 წელს დეპორტირებული იქნა 142 000 ადამიანი. 536 არალეგალური ემიგრანტი“, – აღნიშნა თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა.

ცნობისთვის, სირიის ანტისამთავრობო ძალებმა 27 ნოემბერს ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მასირებული შეტევა დაიწყეს და 1-ელ დეკემბერს ქალაქი ალეპო დაიკავეს. შემდეგ მათ შეტევა გააგრძელეს და ქალაქები ჰამა და ჰომსიც აიღეს.

8 დეკემბერს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანტისამთავრობო ძალები უკვე დამასკოს ცენტრში იმყოფებიან. როგორც სირიის ოპოზიციური ძალების ეროვნული კოალიციის ხელმძღვანელმა ჰადი ალ-ბაჰრამ განაცხადა, ასადის რეჟიმი დაეცა და „სირიის ისტორიაში ბნელი ერა დასრულდა“.

კრემლის ლიდერის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ასადს რუსეთში თავშესაფარი მისცეს.