„დიალოგი ლუკაშენკოსთან დასრულებულია“ – ფაშინიანი ლუკაშენკოს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში აზერბაიჯანის მხარდაჭერაში ადანაშაულებს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა. აღნიშნულის შესახებ სომხური მედია იტყობინება.

ნიკოლ ფაშინიანი

„პატივისცემით, ჩემი დიალოგი ლუკაშენკოსთან დასრულდა. მე მასთან საკამათო მეტი არაფერი მაქვს”, – თქვა ფაშინიანმა.

როგორც სომხური მედია წერს, ფაშინიანმა ლუკაშენკო მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში აზერბაიჯანის მხარდაჭერაში დაადანაშაულა.

„დიპლომატიური სკანდალი ერევანსა და მინსკს შორის აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევთან სტუმრობისას ლუკაშენკოს აღმაშფოთებელი განცხადების შემდეგ დაიწყო“, – აღნიშნავს სომხური მედია.