პანამის პრეზიდენტი პანამის არხის მფლობელობასთან დაკავშირებით აშშ-თან მოლაპარაკებების გამართვას გამორიცხავს

პანამის პრეზიდენტის, ხოსე რაულ მულინოს განცხადებით, ის ამერიკასთან პანამის არხის მფლობელობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გამართვას არ აპირებს. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

ხოსე რაულ მულინო

მულინო იმედს გამოთქვამს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს პანამაში დაგეგმილი ვიზიტი საერთო ინტერესებზე, როგორიცაა მიგრაცია და ნარკოტიკებთან ბრძოლა, ყურადღების გამახვილებას ხელს შეუწყობს.

როგორც Associated Press-ი აღნიშნავს, რუბიო ამერიკაში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წარმომადგენლის სახით ჩავა, რომელსაც არაერთხელ უთქვამს, რომ პანამის არხზე ამერიკული კონტროლის აღდგენა სურს.

ამასთან ერთად, მულინომ განაცხადა, რომ არხის აშშ-ის საკუთრებაში დაბრუნების თაობაზე მოლაპარაკებების წარმოება არ შეუძლია, ვინაიდან მას ჰონკონგის კონსორციუმი მართავს, ხოლო თავად არხი პანამას ეკუთვნის.