რიაბკოვი: პუტინსა და ტრამპს შორის კონტაქტების ორგანიზებაში პროგრესი არ არის

რუსეთის და აშშ-ის პრეზიდენტებს, ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის კონტაქტის ორგანიზებაში პროგრესი არ არის. ამის შესახებ TASS-ს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს უფროსის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა განუცხადა.

დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი

მისივე თქმით, პოლიტიკურ დონეზე პირდაპირი დიალოგის განახლება, აქტუალური საკითხია.

„კითხვა პრაქტიკულად ყოველდღიურად ისმება და ყოველდღე ვიმეორებთ ერთსა და იმავე პასუხს – პროგრესი არ არის. ჩვენ ყურადღებით ვაფიქსირებთ ყველა საჯარო სიგნალს, რომელიც ვაშინგტონიდან მოდის მწვავე და ნაკლებად მწვავე, გრძელვადიან და გადაუდებელ საკითხებთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და ჩვენთვის შეუმჩნეველი არ რჩება“, – ამბობს რიაბკოვი. 

მისივე თქმით, ასეთი დიალოგის არარსებობის გამო, გრძელდება ურთიერთობების სტაგნაცია და „დიდი ხნის გადაუჭრელი პრობლემების ჭაობში ჩაძირვა“.

„ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ მეორე მხარეს ჩამოყალიბდეს მტკიცე პოზიცია, რომ ჩვენთვის, დიალოგი, თუ მისი განვითარება გვსურს და არა ისევ ჩიხში შესვლა, აუცილებლად უნდა დაეფუძნოს ურთიერთპატივისცემას და საპირისპირო მხარის მხრიდან ჩვენი ინტერესების გათვალისწინებას“, – ამბობს ის.