რობერტ ფიცომ სლოვაკეთში პროტესტებთან კავშირში „ქართული ლეგიონი“ დაადანაშაულა და მის ხელმძღვანელს მამუკა მამულაშვილს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ქვეყანაში პროტესტების უკან უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონი“ დგას. ინფორმაციას სლოვაკური მედია ავრცელებს.

რობერტ ფიცო

როგორც სლოვაკეთის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, მიტინგებში მონაწილე ოპოზიციონერებს და არაპოლიტიკურ ორგანიზაციებს, როგორიცაა „მშვიდობა უკრაინას“, „ქართულ ლეგიონთან“ აქვთ კავშირი.

ფიცოს განცხადებით, „ქართული ლეგიონი“ უკრაინულ კონტრდაზვერვასთან არის დაკავშირებული, ხოლო მისი ლიდერი მამუკა მამულაშვილი იმ პირთა შავ სიაშია შეყვანილი, რომლებსაც ქვეყანაში შესვლა აეკრძალათ.