(ვიდეო) იტალიაში, საქართველოს მოქალაქეების შრომითი ექსპლუატაციისთვის, 9 პირი, მათ შორის 7 ქართველი დააკავეს

იტალიაში, საქართველოს მოქალაქეების შრომითი ექსპლუატაციისთვის, 9 პირი დააკავეს, მათ შორის 7 ქართველია.

გამოძიებამ გამოავლინა კრიმინალური სქემა, რომელიც ქართველი მუშახელის იტალიაში არალეგალურ შეყვანასა და მძიმე პირობებში შრომის იძულებას ემსახურებოდა.

გამოძიება კრიმინალური დაჯგუფების სხვა წევრების გამოსავლენად გრძელდება.