განაჩენი გამოტანილია: საპროტესტო აქციაზე დაკავებულ აქტივისტს მრავალწლიანი პატიმრობა შეეფარდა – რა გადაწყვეტილება მიიღო რამდენიმე წუთის წინ სასამართლომ?

გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ გიორგი ოკმელაშვილს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა 5-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ოკმელაშვილს პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ.

ოკმელაშვილის ადვოკატმა განაჩენის გამოცხადების შემდეგ აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება მოსამართლეს დიდი ხანია მიღებული აქვს და დღევანდელი სხდომა მხოლოდ ფორმალობა იყო. მისივე თქმით, პროცესები ხელოვნურად გაიწელა, რათა სალომე ზურაბიშვილს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ვერ მოესწრო ოკმელაშვილის შეწყალება. გადაწყვეტილება სააპელაციოში გასაჩივრდება, თუმცა დაცვის მხარეს არც მეორე ინსტანციისგან აქვს ობიექტურობის იმედი.

სარეკლამო კომპანია “ლიმონის” დამფუძნებელი, რეჟისორ გიორგი ოკმელაშვილი გასული წლის 15 მაისს დააკავეს.