USAID-ის თანამშრომლებმა ვაშინგტონში შეტყობინება მიიღეს, რომ ოფისი დახურულია და სამსახურში არ მივიდნენ

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) შტაბ-ბინის თანამშრომლებმა ვაშინგტონში 3 თებერვალს ელექტრონული შეტყობინება მიიღეს, რომ ოფისი დახურულია და ისინი სამსახურში არ უნდა მივიდნენ. ამის შესახებ CNN იუწყება.

USAID

მანამდე ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეერთებული შტატების მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დანიშნა, USAID მკაცრად გააკრიტიკა. მასკმა განაცხადა, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო ბიოლოგიური იარაღის შექმნის კვლევებს აფინანსებდა და რომ დონალდ ტრამპი ამ სააგენტოს დახურვაზე თანახმაა.

USAID-ის მეშვეობით აშშ საზღვარგარეთ სხვადასხვა პროგრამების უმეტესობას აფინანსებდა. ამ ორგანიზაციის წლიური ბიუჯეტი 54 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა.