აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გეგმები უკრაინულ იშვიათ წიაღისეულთან დაკავშირებით არის კომერციული წინადადება, – განუცხადა ჟურნალისტებს ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.
როგორც დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, აშშ-ის მხრიდან ეს არის დახმარების ყიდვის შეთავაზება.
„საკითხს თავის სახელს თუ ვუწოდებთ, ალბათ ეს არის დახმარების ყიდვის შეთავაზება. ანუ, არა უსასყიდლო ან სხვა საფუძველზე მისი გაგრძელების, არამედ ზუსტად კომერციულ საფუძველზე მისი უზრუნველყოფის შეთავაზება“, – აღნიშნა პესკოვმა.
პესკოვის თქმით, ვაშინგტონისთვის საუკეთესო იქნება, რომ საერთოდ არ დაეხმაროს კიევს და ამით ხელი შეუწყოს კონფლიქტის დასრულებას.