აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ილონ მასკი მისი ნებართვის გარეშე ვერაფერს გააკეთებს.
მისი თქმით, ილონ მასკი მენეჯმენტისა და ხარჯების თვალსაზრისით ნიჭიერია.
„ილონი ჩვენი ნებართვის გარეშე ვერაფერს გააკეთებს და არც გააკეთებს. მას ნებართვას იქ მივცემთ, სადაც საჭირო იქნება. სადაც ეს მართებული არ იქნება, ჩვენ ამას არ გავაკეთებთ. სადაც ვთვლით, რომ კონფლიქტი ან პრობლემა არსებობს, ჩვენ ამასთან მიახლოების უფლებას არ მივცემთ.
ილონს წვდომა მხოლოდ იმ ადამიანების გაშვებაზე აქვს, რომლებიც, მისი აზრით, კარგები არიან და თუ ჩვენც ვეთანხმებით. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ვეთანხმებით”, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.