ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი კით კელოგი უკრაინას ეწვევა – რადიო NV

უკრაინასა და რუსეთში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი კით კელოგი უახლოეს მომავალში უკრაინას ეწვევა, – ამის შესახებ რადიო NV წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

კით კელოგი

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ კელოგის ვიზიტი უკრაინაში 11 თებერვლის შემდეგ იგეგმება. ჟურნალისტების ინფორმაციით, დაგეგმილია მისი შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

„ვიზიტის შემდეგ კელოგი გაემგზავრება ევროპაში მოლაპარაკებებისთვის, მოგვიანებით კი დაგეგმილია მონაწილეობა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში“, – განაცხადა წყარომ.