ვაშინგტონის უმაღლესი ფედერალური პროკურორი ილონ მასკს: დაუყოვნებლივ გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ ზომას იმ პირების წინააღმდეგ, ვინც ხელს უშლის თქვენს საქმიანობას

ვაშინგტონის უმაღლესმა ფედერალურმა პროკურორმა ედ მარტინმა ილონ მასკს მიმართა, შეატყობინოს ნებისმიერი მუქარა, რომელიც მიმართული იქნება სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის (DOGE) თანამშრომლების მიმართ, რათა ფედერალურმა პროკურორებმა შეძლონ საქმის გამოძიება.

ილონ მასკი

„ნებისმიერი მუქარა, დაპირისპირება ან სხვა ქმედებები, რომლებიც რამე გზით გავლენას ახდენს მათ სამუშაოზე, შესაძლოა, რამდენიმე კანონის დარღვევა იყოს. გარანტირებულად გეუბნებით: ჩვენ დაუყოვნებლივ გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ ზომას იმ პირების წინააღმდეგ, ვინც ხელს უშლის თქვენს სამუშაოს ან უქმნის საფრთხეს თქვენს ხალხს“, – ნათქვამია წერილში.

მარტინი ასევე აღნიშნავს, რომ ისინი არ დაუშვებენ წინა ადმინისტრაციის შეცდომებს.