ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ვაშინგტონში ვიზიტის დროს ორი პეიჯერი აჩუქა. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის მრჩეველი, დიმიტრი გენდელმანი იტყობინება.
ამასთან, როგორც The Times of Israel იუწყება, ნეთანიაჰუმ ტრამპს ერთი ჩვეულებრივი, ერთი კი ოქროს პეიჯერი აჩუქა. ისრაელის მიერ „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ განხორციელებული ოპერაციის პატივისცემის ნიშნად.
ამის საპასუხოდ, ტრამპმა 2024 წლის შემოდგომაზე „ჰეზბოლას“ წევრების კუთვნილი პეიჯერების და სხვა აღჭურვილობის მასიურ აფეთქებას „გრანდიოზული ოპერაცია“ უწოდა და ისრაელის პრემიერ-მინისტრს გადასცა ფოტო შეხვედრიდან წარწერით: „ბიბი, დიდი ლიდერი“.
ნეთანიაჰუს ვიზიტი თეთრ სახლში ხუთ საათს გაგრძელდა, თქვა გენდელმანმა. მხარეებმა ორმხრივი და გაფართოებული მოლაპარაკებები გამართეს, რა დროსაც აქტუალური საკითხები განიხილეს.
„ეს იყო ისტორიული ვიზიტი, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ყველაზე მეგობრული ვიზიტი ამერიკის პრეზიდენტსა და ისრაელის პრემიერ მინისტრს შორის,“ – აცხადებს გენდელმანი.