„სასაცილო და აბსურდული“ – „ჰამასის“ წარმომადგენელი ტრამპის განცხადებაზე

„ჰამასის“ ოფიციალური  წარმომადგენლის სამი აბუ ზუჰრის განცხადებით, ღაზას სექტორის კონტროლის შესახებ ტრამპის კომენტარები სასაცილო და აბსურდულია და ამან, შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთის დესტაბილიზაცია მოახდინოს.

ჰამასის წარმომადგენელი

„ტრამპის კომენტარები ღაზას სექტორის კონტროლზე მისი სურვილის შესახებ სასაცილო და აბსურდულია“, – აღნიშნა აბუ ზუჰრიმ.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „აშშ ღაზას საკუთარი კონტროლის ქვეშ მოაქცევს“.