სერგეი ლავროვი – საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დასავლეთის მიმართულებით საგარეო პოლიტიკის შემობრუნება შეცდომა იყო

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის საგარეო პოლიტიკის დასავლეთის მიმართ შემობრუნება შეცდომა იყო.

სერგეი ლავროვი

„სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობას, მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირის დაიშალა და რუსეთი სუვერენული სახელმწიფო გახდა, სჯეროდა, რომ ეგრეთ წოდებული დასავლური ცივილიზაციის კარი მისთვის ღია იყო და სხვა ყველაფერს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ეს სტრატეგიული შეცდომა იყო. ახლა ამას ყველა აღიარებს, მათ შორის სახელმწიფო დონეზეც“, – განაცხადა ლავროვმა.

ამასთან, მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს შეცდომა კარგი გაკვეთილი იყო რუსეთის დღევანდელი ხელმძღვანელობისთვის და ქვეყანაში მცხოვრები ამჟამინდელი თაობისთვის.