უკრაინა ვერ დააბრუნებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყველა ტერიტორიას – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამჟამად ქვეყანას არ შეუძლია რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ყველა ტერიტორიის დაბრუნება.

უკრაინის პრეზიდენტი

ბრიტანელ ჟურნალისტ პირს მორგანთან ინტერვიუში უკრაინის ლიდერმა განაცხადა, რომ პარტნიორების დახმარების არსებული ოდენობა არ იძლევა უკრაინის ტერიტორიიდან რუსული საოკუპაციო ძალების სრულად განდევნის საშუალებას.

მისი თქმით, ჩვენ არ შეგვიძლია დავკარგოთ მილიონობით ადამიანი „იმ შედეგისთვის, რომელიც შეიძლება არ მოვიდეს“.

ამავდროულად, ზელენსკიმ  აღნიშნა, რომ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება შესაძლებელია კომბინირებული მიდგომით – პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალებებით: „ჩვენ კვლავ დავიბრუნებთ ჩვენს მიწას, რადგან ჩვენ მართლები ვართ. ჩვენ არ დაგვირღვევია საერთაშორისო სამართლის არც ერთი ასპექტი“.