ზელენსკი: თუ აშშ მზად არ არის ნატოში უკრაინის მიღებას მხარი დაუჭიროს, მაშინ ბირთვული იარაღი მოგვეცით

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თუ ამერიკის შეერთებული შტატები არ არის მზად უკრაინის ნატოში გაწევრიანების მხარდასაჭერად, ასეთ შემთხვევაში უკრაინას უსაფრთხოების ალტერნატიული გარანტია – ბირთვული იარაღი უნდა მიეცეს. ამის შესახებ ზელენსკიმ ბრიტანელ წამყვან პირს მორგანთან ინტერვიუში განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტი

„უკრაინის ნატოში გაწევრიანება შეიძლება გაჭიანურდეს წლები ან ათწლეულები და ამ შემთხვევაში აბსოლუტურად სამართლიანი კითხვა იბადება: რა დაგვიცავს ამ ბოროტებისგან მთელი ამ ხნის განმავლობაში? რა სახის მხარდაჭერის პაკეტი, რა რაკეტები? მოგვცემენ ბირთვულ იარაღს? მაშინ, დაე, მოგვცენ ბირთვული იარაღი“, – აცხადებს ზელენსკი.

ზელენსკის თქმით, დასავლეთს შეუძლია, უზრუნველყოს უკრაინა რაკეტებით რუსეთის შესაკავებლად, მაგრამ შეძლებენ თუ არა ისინი რუსული ბირთვული რაკეტების შეჩერებას, ეს რიტორიკული კითხვაა.

„მაშინ მოდით ასე მოვიქცეთ, დაგვიბრუნეთ ჩვენი ბირთვული იარაღი, დაგვიბრუნეთ ჩვენი სარაკეტო სისტემები, პარტნიორებო, დაგვეხმარეთ მილიონიანი არმიის დაფინანსებაში. გადმოიყვანეთ თქვენი კონტინგენტი ჩვენი სახელმწიფოს იმ ნაწილებში, სადაც გვსურს სიტუაციის სტაბილურობა, რათა ხალხი მშვიდად იყოს“, – აცხადებს ზელენსკი.