ლუკაშენკო ბელარუსის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ბაზების განთავსებას დასთანხმდა

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ობიექტებისა და ფორმირებების განთავსებაზე თანხმობა განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას Mediazona ავრცელებს.

ალექსანდრე ლუკაშენკო და ვლადიმერ პუტინი

გამოცემის ცნობით, ნებართვა 2024 წლის 6 დეკემბერს, მინსკში დადებული უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმების ნაწილია, რომელსაც ხელი ლუკაშენკომ მოაწერა.

შეთანხმება ასევე მოიცავს ე.წ. ბირთვული ქოლგის შექმნას, რაც „ორი სახელმწიფოს კონსტიტუციური წყობის დაცვას ემსახურება“.

შეთანხმების მე-5 მუხლში კი ნათქვამია, რომ ბელარუსი თანახმაა, მის ტერიტორიაზე განთავსდეს რუსეთის სამხედრო ობიექტები და სამხედრო ფორმირებები.