„როგორც ჩანს, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) წინა ადმინისტრაციის დროს აფინანსებდა ბრიუსელში მოქმედ ულტრაპროგრესულ გამოცემა „პოლიტიკოსა“ და პრაქტიკულად მთელ მემარცხენე მედიას უნგრეთში, მე კი „წლის გამანადგურებელად“ გამომაცხადეს“, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს.
„ვფიქრობ, მსოფლიო პრეზიდენტ ტრამპის მიმართ მადლიერი უნდა იყოს ამ ბნელი შეთქმულების გამოვლენისა და დასრულებისთვის“, – წერს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი.