რიაბკოვი: აშშ-მა უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის

შეერთებულმა შტატებმა უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების დასარეგულირებლად, მოსკოვი ღიაა დიალოგისთვის, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი

მისი თქმით, ახლა გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპზეა დამოკიდებული.

„რუსეთმა შეძლო, დაემკვიდრებინა და დაებრუნებინა თავისი კანონიერი ადგილი გლობალურ გეოპოლიტიკაში, რითაც დაარღვია ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის გეგმები.

ამ კურსის წარუმატებლობისა და ადმინისტრაციის ცვლილების ფონზე, პირველი ნაბიჯი ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ, რაც ნიშნავს, რომ მოლაპარაკებები ურთიერთპატივისცემისა და თანასწორობის პრინციპებზეა დაფუძნებული, უნდა გადადგას აშშ-მა.

ჩვენ ღია ვართ დიალოგისთვის, მზად ვართ მოლაპარაკებისთვის ხისტი ვაჭრობის პირობებით, ადგილზე არსებული რეალობის და ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, წინასწარ განსაზღვრული ისტორიითა და გეოგრაფიით“, – აღნიშნა რიაბკოვმა.