რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერს ალან გაგლოევს დაბადების დღე მიულოცა. ინფორმაციას სააგენტო „რესი“ ავრცელებს.
გაგლოევს 6 თებერვალს 44 წელი შეუსრულდა.
ვლადიმერ პუტინმა ალან გაგლოევს ჯანმრთელობა და სახელმწიფო საქმიანობაში წარმატება უსურვა.
მისალოცი წერილი გაგლოევს რუსეთის ე.წ. ელჩმა ცხინვალში მარატ კულახმეტოვმა გადასცა.