აშშ აღარ შეებრძოლება კრემლთან დაახლოებულ რუს ოლიგარქებს – Reuters

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი აჩერებს სამუშაო ჯგუფს, რომელიც პასუხისმგებელი იყო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების აღსრულებაზე და კრემლთან დაახლოებული ოლიგარქების დევნაზე, – ამის შესახებ Reuters იტყობინება.

დონალდ ტრამპი

გენერალური პროკურორის პამ ბონდის ადრე გამოუქვეყნებელ განცხადებაში ნათქვამია, რომ სამუშაო ჯგუფი, რომელიც, ასევე, ცნობილია როგორც Task Force KleptoCapture, დაიშლება.

„ეს მცდელობა, რომელიც დაიწყო დემოკრატი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, მიზნად ისახავდა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მდიდარი თანამოაზრეების ფინანსების შეზღუდვას და მათ დასჯას, ვინც ხელს უწყობს სანქციების დარღვევას და ექსპორტის კონტროლს“, – აცხადებს გენეალური პროკურორი.

ამავე ცნობით, სამუშაო ჯგუფის მიერ გამოძიებული საქმეები, სავარაუდოდ, არ დაიხურება. თუმცა, მუშაობა იუსტიციის სამინისტროს შტაბ-ბინაში აღარ განხორციელდება.

სამუშაო ჯგუფში დანიშნული საქმის პროკურორები უბრუნდებიან წინა თანამდებობებს. ცვლილებები ძალაშია მინიმუმ 90 დღით, მაგრამ შეიძლება გაგრძელდეს ან მუდმივი გახდეს.