ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი: „აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზად არის გააორმაგოს სანქციები, რათა აიძულოს რუსეთი დაასრულოს ომი უკრაინის წინააღმდეგ“

„აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზად არის გააორმაგოს სანქციები, რათა აიძულოს რუსეთი დაასრულოს ომი უკრაინის წინააღმდეგ“, – აღნიშნულის შესახებ უკრაინისა რუსეთის საკითხებში თეთრი სახლის ლიდერის სპეციალურმა წარმომადგენელმა კიტ კელოგმა განაცხადა.

კიტ კელოგი

„ნამდვილად შესაძლებელია სანქციების გამკაცრება – განსაკუთრებით უახლესი სანქციების. {ნავთობის წარმოებისა და ექსპორტის წინააღმდეგ} ეს ხსნის ბევრ შესაძლებლობებს რაიმეს გასაკეთებლად“, – აცხადებს კიტ კელოგი.

კელოგის თქმით, ის რასაც რუსეთი უკრაინაში აკეთებს მეორე მსოფლიო ომს აღემატება.

„სწორედ ამიტომაა ტრამპი ორიენტირებული რომ სასტიკი ბრძოლები დაასრულოს“, – აცხადებს კელოგი.