დონალდ ტრამპმა ჰააგის სასამართლოს სანქციები დაუწესა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა და აშშ-სა და ისრაელის მიმართ მიკერძოებულ ქმედებებში დაადანაშაულა. ამის შესახებ ტრამპის აღმასრულებელ ბრძანებაშია აღნიშნული.

აშშ-ის პრეზიდენტი

განკარგულებას ხელი ვაშინგტონში ისრაელის პრემიერის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფიციალური ვიზიტის დროს მოეწერა ხელი.

ახალი ბრძანებით, ფინანსური და სავიზო შეზღუდვები დაუწესდებათ ადამიანებს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც დაეხმარებიან სასამართლოს აშშ-ის ან მისი მოკავშირეების მოქალაქეების საქმეების გამოძიებაში.

„მათი ბოროტი საქციელი საფრთხეს უქმნის შეერთებული შტატების სუვერენიტეტს და ძირს უთხრის მნიშვნელოვან ეროვნულ უსაფრთხოებას”, – ნათქვამია ტრამპის ბრძანებაში.