“პუტინს ეშინია ჩემთან ომის დასრულებაზე საუბრის. არ ვიცი რატომ, თითქოს ზრდასრული ადამიანია, ეშინია სხვა ადამიანთან მარტო დარჩენის თავისი „ხროვის“ გარეშე“ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა  ზელენსკიმ განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინს მასთან ომის დასრულებაზე საუბრის ეშინია.

ზელენსკიმ უპასუხა კითხვას, აპირებს თუ არა რუსეთთან მოლაპარაკებების აკრძალვის შესახებ თავისი ბრძანებულების გაუქმებას.

„ბრძანებულების გაუქმების საკითხი რუსეთის ფედერაციის ნარატივია. ისინი მუდმივად ეძებენ შანსს, რომ არ შეგვხვდნენ. მე ამას გულწრფელად ვამბობ. ისინი ეძებენ სხვადასხვა მიზეზებს. თუ ჩვენ გვსურს ომის დასრულება და მართლა გვსურს მშვიდობა, მაშინ მიზეზები ნამდვილად მეორეხარისხოვანია. დანარჩენი ყველაფერი გადაწყდება.

დარწმუნებული ვარ ამაში. მაგრამ პრობლემა მგონია, ისაა, რომ პუტინს ეშინია ჩემთან ომის დასრულებაზე საუბრის. არ ვიცი რატომ, თითქოს ზრდასრული ადამიანია, ეშინია სხვა ადამიანთან მარტო დარჩენის თავისი „ხროვის“ გარეშე“, – აღნიშნა ზელენსკიმ.