“ატყუებს ხალხს, რადგან თუ რამე გრანტი ჰქონია საქართველოს, ეს ყველაფერი ეფუძნებოდა საქართველოს მხრიდან ხელმოწერილ შეთანხმებებს სწორედ დასავლეთის სახელმწიფოებთან,” – ასე გამოეხმაურა პარტია “საქართველოსთვის” წევრი, თეონა აქუბარდია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის პოსტს უცხოურ დახმარებასთან დაკავშირებით.
თეონა აქუბარდია ხაზს უსვამს, რომ USAID-თან დაკავშირებით გამოძიების შედეგები არ არსებობს, შალვა პაპუაშვილი კი პროპაგანდისტული რიტორიკით ცდილობს საქართველოში მტრის ინტერესები გააძლიეროს.
“მაშინ, როდესაც არანაირი გამოძიება არ დადებულა USAID-ის საქმიანობასთან დაკავშირებით და შალვა პაპუაშვილი ცდილობს, პროპაგანდისტული ხაზით თქვას, რომ USAID-ი საქართველოში გადატრიალებას აწყობდა ისევე, როგორც აშშ და ამ მაგალითს ავრცელებს ჩვენს სხვა დასავლელ პარტნიორებზე, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს აქვს თხოვნით მიმართული სტრატეგიულ პარტნიორობაზე ხელშეკრულებებით, რომ დემოკრატიის დახმარება მოხდეს მათი მხრიდან, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ის, რეალურად, აძლიერებს მტრის ინტერესებს საქართველოში,” – აცხადებს თეონა აქუბარდია.