ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა რუსეთის ლიდერის ვლადიმერ პუტინის მიწვევა 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების 80-ე წლისთავის საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის შესახებ მიიღო. ინფორმაციას რუსული მედია ჩინეთში რუსეთის ელჩზე იგორ მორგულოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელმა სი ძინპინმა მოწვევა მოსკოვში 9 მაისს დიდ სამამულო ომში გამარჯვების 80-ე წლისთავის საზეიმო ღონისძიებების აღსანიშნავად მიიღო და თავის მხრივ ვლადიმერ პუტინი დაპატიჟა ჩინეთში ღონისძიებაზე, რომელიც სექტემბრის დასაწყისში გაიმართება“, – თქვა ელჩმა.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინეთი იაპონიასთან ომში გამარჯვებისა და მეორე მსოფლიო ომის დასრულების 80-ე წლისთავის აღნიშვნას გეგმავს.