დონალდ ტრამპმა მექსიკის ყურეს სახელი ოფიციალურად გადაარქვა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მექსიკის ყურეს სახელი ოფიციალურად გადაარქვა და მას ამერიკის ყურე უწოდა. ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა შესაბამის განკარგულებას ხელი მაშინ მოაწერა, როდესაც საპრეზიდენტო თვითმფრინავით ამერიკის ყურეს გადაუფრინა.

ტრამპმა ამ ფაქტს ისტორიული მოვლენა უწოდა და აღნიშნა, რომ ამიერიდან 2025 წლის 9 თებერვალი ამერიკის ყურის ოფიციალურ დღედ იქნება ცნობილი.