თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ აზრი არ აქვს განიხილოს ის, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ომის შედეგად განადგურებულ ღაზას სექტორზე კონტროლის აღების შესახებ თქვა.
„ჩვენი გადმოსახედიდან, არ ღირს ლაპარაკი აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიერ ღაზასთან დაკავშირებით სიონისტური ლობის ზეწოლის ქვეშ გაჟღერებულ წინადადებებზე“, – განაცხადა ერდოღანმა პრესკონფერენციაზე და მიანიშნა, რომ ტრამპის წინადადების უკან ისრაელი დგას.
„ეს გეგმა სრულიად უშედეგოა… არავის აქვს ძალა, გაიყვანოს ღაზას ხალხი სამშობლოდან. ღაზას მოსახლეობა გააგრძელებს ღაზაში დარჩენას, იცხოვრებს ღაზაში და დაიცავს ღაზას”, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.