ლევან მაჭავარიანი: გადავწყვიტეთ, შემოვიღოთ „ფარას“ ამერიკული კანონი, ვალდებულები ვართ, უფრო დავიცვათ ჩვენი თავი

„გადავწყვიტეთ, შემოვიღოთ „ფარას“ ამერიკული კანონი, ვალდებულები ვართ, უფრო დავიცვათ ჩვენი თავი“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „ფარის“ კანონთან დაკავშირებით განაცხადა.

დეპუტატი

მისი თქმით, ამერიკა, ყველაზე მსხვილ დონორებს უამრავ თაღლითობაში და არაკეთილსინდისიერებაში ამხელს.

„გადავწყვიტეთ, შემოვიღოთ „ფარას“ კანონი – ამერიკული კანონი, სიტყვა სიტყვით ნათარგმნი ამერიკული კანონის ასლი. მით უმეტეს, ბოლო დროს ვაკვირდებით როგორ ვითარდება მოვლენები, ყველა მსხვილ დონორებთან დაკავშირებით, რომელსაც უამრავ თაღლითობაში და არაკეთილსინდისიერებაში ამხელს ამერიკაში მოქმედი ადმინისტრაცია. ეს ეხება – USAID-ს, NED-ს და.ა.შ. შესაბამისად, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვალდებულები ვართ, უფრო დავიცვათ ჩვენი თავი, რაზეც ჩვენ ძალიან დიდი სიფრთხილით ვსაუბრობდით ამ დონორ ორგანიზაციებთან მიმართებით, ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაცია უკვე ძალიან ხმამაღლა საუბრობს“, – აცხადებს მაჭავარიანი.