ილონ მასკი „რადიო თავისუფლებისა“ და „ამერიკის ხმის“ დახურვას ითხოვს. ამის შესახებ მასკმა სოციალურ ქსელში დაწერა:
„დიახ, დახურეთ ისინი.
1. ევროპა ახლა თავისუფალია (თუ არ ჩავთვლით მახრჩობელ ბიუროკრატიას).
2. მათ აღარავინ უსმენს.
3. უბრალოდ რადიკალი მემარცხენე გიჟები ელაპარაკებიან საკუთარ თავს, რომლებიც წვავენ აშშ-ის გადასახადის გადამხდელთა ფულს, წელიწადში ერთ მილიარდ დოლარს“, – დაწერა მასკმა და გააზიარა სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებლის პოსტი, რომელშიც სპეციალურ მისიებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენელის, რიჩარდ გრენელის სიტყვებია ციტირებული.
„აშშ-ის გადასახადის გადამხდელები აფინანსებენ მემარცხენე სახელმწიფო მედიას. მათი დახურვის დროა. „რადიო თავისუფლება“ და „ამერიკის ხმა“ არის მედიასაშუალებები, რომლებსაც თანხას ამერიკელი გადასახადის გადამხდელები უხდიან. ეს არის სახელმწიფო მედია. ეს საშუალებები სავსეა მემარცხენე აქტივისტებით. ამ ჟურნალისტებთან ათწლეულების განმავლობაში ვმუშაობ. ეს არის წარსულის რელიკვია. ჩვენ არ გვჭირდება მთავრობისგან დაფინანსებული მედიასაშუალებები“, – განაცხადა რიჩარდ გრენელმა.