ტრამპის მრჩევლის განცხადებით, აშშ კანადაში შეჭრას არ აპირებს

აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს გეგმაში კანადაში სამხედრო შეჭრა არ აქვს, – განაცხადა ტრამპის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცმა NBC News-თან ინტერვიუში.

პკმ

როგორც უოლცმა აღნიშნა, კანადელების უმეტესობა აშშ-თან მიერთების წინააღმდეგი არ არის. „არა მგონია, რომ კანადაში შეჭრის რამე გეგმა არსებობდეს, მაგრამ უამრავ კანადელს მოსწონს ის, რაც აშშ-ში გვაქვს“, – თქვა მან.

უოლცის განცხადებით, ბევრ კანადელს მოქმედი პრემიერ-მინისტრის ჯასტინ ტრიუდოს უკანასკნელი 10-წლიანი ლიბერალური მმართველობა არ მოსწონს.