აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას ირანთან შეთანხმების გაფორმება სურს, ხოლო სამხედრო მოქმედებების დაწყება არ უნდა. ამის შესახებ ტრამპმა The New York Post-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„მე მსურს ირანთან ბირთვულ საკითხებზე შეთანხმების მიღწევა. მირჩევნია ეს გავაკეთო, ვიდრე დავბომბო. არავის სურს სიკვდილი. თუ ჩვენ შეთანხმებას მივაღწევთ, ისრაელი მათ აღარ დაბომბავს“ – განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტს ირანთან შესაძლო შეთანხმების დეტალები არ დაუკონკრეტებია. მან ასევე აღნიშნა, რომ „იმედი აქვს, რომ ირანელები იმას არ გააკეთებენ, რის გაკეთებაზეც ახლა მსჯელობენ“.