“ცენტრალური გაზსადენი სავარაუდოდ “მესამე პირის” მიერ დაზიანდა”- “თბილისი ენერჯის” ინფორმაციით, გამო ვაკე-საბურთალოს გაზმომარაგება შეუწყდა

“თბილისი ენერჯის” ინფორმაციით, დაუდგენელი მიზეზის გამო, დაზიანდა ცენტრალური 500-მილიმეტრიანი გაზსადენი, რომელიც ამარაგებს ვაკე -საბურთალოს. გაზსადენის აღსადგენად „თბილისი ენერჯის“ ტექნიკური ჯგუფები უკვე მუშაობენ.

“ბუნებრივი გაზის აღდგენის შესახებ მოგვიანებით მოგაწვდით ინფორმაციას. გთხოვთ ყურადღებით იყოთ გაზის დანადგარების მოხმარებისას. ბოდიშს გიხდით კომპანიისგან დამოუკიდებელი მიზეზებით შექმნილი დისკომფორტის გამო.” – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.